"საია" წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არაფერს ამბობს ოპოზიციაზე
"საია" წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არაფერს ამბობს ოპოზიციაზე. კითხვის საპასუხოდ ირწმუნებიან, რომ რადიკალების მიერ წინასაარჩევნო დარღვევებს სწავლობენ და ანგარიშში აისახება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოპოზიციის სამსახურში ყოფნას დღევანდელი კომენტარებიც ცხადყოფს. ვერაფერს ამბობენ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე. ვერც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებენ. მაგალითად, რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი არ მოაწერეს ცესკოს პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, "საიას შეფასებით, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ქცევის კოდექსი უმნიშვნელოა.
