არჩევნების პროცესიის დისკრედიტაციისთვის დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება
არჩევნების პროცესიის დისკრედიტაციისთვის დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება. ცესკოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრეს. თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. გიორგი შარაბიძის განცხადებით, დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას.
