პრემიერ ირაკლი კობახიძის სახელმწიფოებრივი პოზიცია და პასუხი სახელმწიფო დეპარტამენტს
პრემიერ-მინისტრის ისტორიულ და სახელმწიფოებრივ პოზიციაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ირაკლი კობახიძემ ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიცია თვისებრივად გადაიხედოს. პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
