ლიბანის დედაქალაქში პეიჯერების აფეთქების სერიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
ცხრა ადამიანი დაიღუპა ლიბანის დედაქალაქში პეიჯერების აფეთქების სერიის შედეგად. დაშავდა ათასობით ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რიგით წევრებთან ერთად, დაშავებულთა შორის არიან ჰეზბოლას ლიდერები და მათი მრჩევლები. სამიზნეს ძირითადად ჰეზბოლას წევრები წარმოადგენდნენ. აფეთქებები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ისრაელმა მოახერხა პორტატულ პეიჯერებში შეღწევა და მათი აფეთქება. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიაშიც. ჰეზბოლა აცხადებს, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი გამოძიება მიმდინარეობს. დაჯგუფება პეიჯერების მასშტაბურ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით ემუქრება.
