12:00 საათზე საქართველო-უკრაინის თამაშის ბილეთები გაიყიდება
12:00 საათზე საქართველო-უკრაინის თამაშის ბილეთები გაიყიდება. ფასი 32 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.ბილეთს კი თამაშის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ. უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.
