პრემიერ-მინისტრის ისტორიული და სახელმწიფოებრივი პოზიცია
პრემიერ-მინისტრის ისტორიული და სახელმწიფოებრივი პოზიცია. ირაკლი კობახიძემ ამერიკის ელჩს რობინ დანიგანს პირდაპირ უთხრა, რომ ამერიკული მხარე, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხება, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიცია თვისებრივად გადაიხედოს. პრემიერმა ელჩთან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები