წყალდიდობა და მსხვერპლი ევროპაში
ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. შტორმ „ბორისის“ შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ საერთო ჯამში 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიამ მსხვერპლი გამოიწვია ჩეხეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში. დატბორვის საფრთხის წინაშე დგანან უნგრეთის და სლოვაკეთის დედაქალაქებიც.
სიუჟეტის ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები