აფხაზეთის მთავრობის ახალი კაბინეტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია. ხვალ აფხაზეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელად, ლევან მგალობლიშვილს და მის გუნდს დაამტკიცებენ. უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, ცალკეულ კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ, კვლავ ანზორ მარგიანი რჩება. აფხაზეთის მთავრობის ახალ გუნდში ასევე 2 ყოფილი მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დარჩებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად წარდგენილია ლაშა ქარდავა, განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით მორგოშია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრობის კანდიდატია გიორგი ძიგუა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა რუსლან აბაშიძემ, 4 სექტემბერს დატოვა.
