„ფორმულას“ სპეკულაცია
ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ზომების მიღებას არ გეგმავს, მათ შორის არც ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. რიკარდ იოზვიაკის თქმით, მას მსგავსი სიახლეები არ სმენია. უვიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე ინფორმაცია, კეზერაშვილის დაფინანსებულმა მედიამ გაავრცელა. პრემიერის შეფასებით, ეს ტელევიზიის მხრიდან იაფფასიანი შანტაჟის მცდელობაა.