უპრინციპოთა „ნიშნობა“
პრინციპების გავლით რეიტინგისთვის. შეცვლის თუ არა პოლიტიკურ მტრობას პოლიტიკური ერთობა? სალომე ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ცდილობს. დახურული შეხვედრა და ვახშამი ათონელზე. ხაზარაძე-გახარიამ ორბელიანების სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს და გაირკვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ტექნიკური პაუზა სჭირდებათ. გადათქვამენ თუ დაივიწყებენ ურთიერთშეურაცხმყოფელ განცხადებებს? რა ტექნიკას გამოიყენებენ ბარიერის დასაძლევად, დრო აჩვენებს, წინ 39 დღეა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები