ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა
ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა. პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული საგანმანათლებლო ჰაბი იქნება, რომელიც 4 მიმართულებით იმუშავებს, ესენია: უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება, სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარება და პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების შეთავაზება. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი დროებით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
