რიკარდ იოზვიკის თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, ახალი ზომების მიღებას არ გეგმავს
რიკარდ იოზვიკის თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, ახალი ზომების მიღებას არ გეგმავს, მათ შორის არც ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. რიკარდ იოზვიაკის თქმით, მას მსგავსი სიახლეები არ სმენია, არჩევნების შემდეგ კი, ბრიუსელი ყველა იმ შესაძლო ზომას განიხილავს, რომელზეც აქამდე საუბრობდა. უვიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე ინფორმაცია კეზერაშვილის დაფინანსებულმა მედიამ გაავრცელა. პრემიერის შეფასებით, ეს არის ტელევიზიის მხრიდან იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა.
