სახელისუფლებო გუნდი მიხაილ როთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
სახელისუფლებო გუნდი მიხაილ როთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ოპოზიციას, რომელიც როთის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვერ იხსენებს, მმართველი გუნდი კონკრეტულ ფაქტებს ახსენებს. მიხაელ როთიმ შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არჩევანს და მართლმადიდებელ ეკლესიას. სწორედ ამის გამო, სახელისუფლებო გუნდი მას არ ხვდება.
