მორიგი თანხა ხოშტარიების ანგარიშზე რუსეთის ბიუჯეტიდან
მორიგი თანხა ხოშტარიების ანგარიშზე რუსეთის ბიუჯეტიდან. ხოშტარიების რუსულმა ფულმა ოპოზიცია თავისმართლების რეჟიმში ჩააყენა. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ოპოზიციის მიდგომები უტიფრობა და ორმაგი სტანდარტია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ხოშტარიების განმარტება მემკვიდრეობისთვის მიღებულ რუბლებზე მითია, რეალობა კი, რუბლებით დაფინანსებულ პოლიტიკამდე მიდის. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, 29 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან 26 000 ფუნტი ჩაერიცხა. თანხის ნაწილით, 14 000 დოლარად, ირინა გუნცაძემ ავტომანქანა შეიძინა და საკუთარ სახელზე გაიფორმა. ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქრონიკა“ ელენე ხოშტარიას ოჯახს დაუკავშირდა. შეკითხვებს ხოშტარიას მშობლებმა შეურაცხყოფით უპასუხეს.
