ირაკლი კობახიძის განცხადება
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპული გმირების სახელები, უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს- ეს პრემიერ-მინისტრის განცხადებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა, ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს კი ეროვნული ინტერესების ღალატია. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი იყო ის, ვინც, მაშინდელი ხელისუფლების ღალატის ფონზე, ქართულ სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა.
