22 სექტემბერს თბილისი-მარათონის რიგით მე-13 ღონისძიება გაიმართება
22 სექტემბერს თბილისი-მარათონის რიგით მე-13 ღონისძიება გაიმართება. წლევანდელი გარბენის როგორც სტარტი, ასევე ფინიში რესპუბლიკის მოედანზე იქნება. დღეს მარათონის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს. ისევე, როგორც წინა წლებში, თბილისი-მარათონი ამჯერადაც ორ, 10 და 21-კილომეტრიან გარბენს მოიცავს. რეგისტრაციის საფასური ერთ მათგანზე 40, მეორეზე კი 50 ლარი იყო და ჯამში, სარეკორდო რაოდენობის, 3 ათას ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. შემოსული თანხა წელს სამ ბენეფიციარს, ახალგაზრდულ სახლს, სარეაბილიტაციოო სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისსა” და სოციალური მიზნების მქონე ბავშვთა საფეხბურთო გუნდ „დიდუბეს“ მოხმარდება. მარათონი სტარტს კვირას, დილის 8 საათზე აიღებს.