ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობს უკანასკნელი პატივი ამაღლების ეკლესიაში მიაგეს კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მეგობრებმა, მთავრობის წევრებმა. ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის საზღვარგარეთ მკურნალობდა. მსახიობი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი იყო. ზურა ბერიკაშვილმა სცენასა თუ ეკრანზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.