„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტზე იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტზე იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა გამოცდილი საერთაშორისო პრაქტიკაა, რაც დამნაშავეთა სწრაფ იდენტიფიცირებას უწყობს ხელს. კანონის ამოქმედების შემდეგ დნმ-ის ტექსტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს. გარდა ამისა, ნებისმიერს ექნება საშუალება თავისი გენეტიკური პროფილი დნმ-ის ბაზაში განათავსოს. კანონპროექტზე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმაც იმსჯელა, სადაც რომან გოცირიძემ კრიტიკული პოზიცია გამოხატა, ოპოზიციონერს მმართველი გუნდიდან, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების ნაცვლად, კანონპროექტის საფუძვლიანად წაკითხვა და მასში გარკვევა ურჩიეს.
