პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. გარეტ უორდმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერა.პარლამენტის თავმჯდომარემ და ბრიტანეთის ელჩმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე პროცესები, საპარლამენტო არჩევნები და მომავლის გეგმები.
