ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 130 აღსაზრდელისთვის გათვალისწინებული ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 130 აღსაზრდელისთვის გათვალისწინებული ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ყველა შესაბამისი სტანდარტით მოეწყო საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თითქმის ოთხი მილიონი ლარით დააფინანსა.
