საგარეო საქმეთა მინისტრმა, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სამეფოს პრინცთან
საგარეო საქმეთა მინისტრმა, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სამეფოს პრინცთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობაზე. ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. აღინიშნა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. ილია დარჩიაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
