„ქართული ოცნების“ ინფორმაციით ჩხოროწყუში გვარამია-მელიას პარტიის წევრმა რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, „ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ავტომანქანა დააზიანა
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩხოროწყუში, გვარამია-მელიას პარტიის წევრმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, „ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ავტომანქანა დააზიანა. „ქართული ოცნების წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას განცხადებით, მისი კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახლის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა, ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. იზორიას განცხადებით ფაქტი სათვალთვალო კამერამაც გადაიღო, სადაც ჩანს, როგორ ისვრის ლემონჯავა ქვებს მანქანის მიმართულებით. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ვახტანგ ლემონჯავა კოალიცია „ახალი-გირჩი-დროას“ ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიგა ლემონჯავას მამაა.
