ამომრჩეველთა უფლებების პატივისცემა, კიბერუსაფრთხოება, ცრუ ინფორმაციისგან და სიძულვილის ენისგან დაცლილი კამპანია - ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი ითვალისწინებს
ამომრჩეველთა უფლებების პატივისცემა, კიბერუსაფრთხოება, ცრუ ინფორმაციისგან და სიძულვილის ენისგან დაცლილი კამპანია - ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი ითვალისწინებს. დოკუმენტს, რომელიც სრულად ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, 27 დან მხოლოდ ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი. ხელმომწერებს შორის არ არის რადიკალური ოპოზიცია. მიზეზად ისინი ცესკოს მიმართ უნდობლობას ასახელებენ, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არაღიარებისთვის ემზადება.
