ოპოზიცია თემით სპეკულირებას განაგრძობს და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა
ოპოზიცია თემით სპეკულირებას განაგრძობს და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა. “ქართულ ოცნებაში” ხაზგასმით ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებმაც ქართველი ჯარისკაცები აწამეს, ომის დამნაშავეები არიან და პასუხს მართლმსაჯულების წინაშე აგებენ. მმართველი პარტია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შერიგების პროცესს გააზრება სჭირდება და რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.
