ფრანგი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი თანამდებობიდან გადადგა და მიზეზად ევროკომისიაში ურსულა ფონ დერ ლაიენის საეჭვო მმართველობა დაასახელა
ფრანგი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი თანამდებობიდან გადადგა და მიზეზად ევროკომისიაში ურსულა ფონ დერ ლაიენის საეჭვო მმართველობა დაასახელა. „პოლიტიკო“ წერს, რომ ბრეტონმა გადადგომის შესახებ წერილში თავისი ხელმძღვანელი ბრიუსელში მისი ავტორიტეტის შელახვაში დაადანაშაულა. წერილში შიდა ბაზრისა და მომსახურების ევროკომისარი იტყობინება რომ ემანუელ მაკრონმა ის ბრიუსელში მეორე ვადით წარადგინა, თუმცა ურსულა ფონ დერ ლაიენი შეეცადა საფრანგეთის პრეზიდენტი კანდიდატის შეცვლაში დაერწმუნებინა. წერილის თანახმად, თუ ოფიციალური პარიზი ბრეტონის ადდგილას სხვას დაასახელებდა, ურსულა ფონ დერ ლაიენი საფრანგეთს უფრო გავლენიან პორტფელს შესთავაზებდა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამ ხერხს ურსულა ფონ დერ ლაიენმა სხვა ქვეყნებთანაც მიმართა.
