თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დიდუბის რაიონში, ნომერ 19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დიდუბის რაიონში, ნომერ 19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი, 2024-25 სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. ახალი თანამედროვე სტანდარტების ბაღი 250 აღსაზრდელისთვისაა გათვალისწინებული.
