პირველად ევროპაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა
პირველად ევროპაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა. პრემიერა იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, კატანიის მასიმო ბელინის სახელობის თეატრის სცენაზე გაიმართა. შორენა კოპალეიშვილი მოგვიყვება ისტორიული პრემიერის შესახებ.
