ზაქარია ფალიაშვილის კიდევ ერთი უკვდავი ქართული ოპერა იტალიურად აჟღერდება
ოპერა „დაისის“ იტალიური პრემიერიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის კიდევ ერთი უკვდავი ქართული ოპერა აჟღერდება იტალიურად. „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმის პრემიერა იტალიაში, ქალაქ კატანიაში დღეს გაიმართება. სპექტაკლში რომლის რეჟისორიც გოჩა კაპანაძეა მონაწილეობას მიიღებენ ტეატრო მასიმოს გუნდი, ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით, იტალიელი და ახალი თაობის ქართველი მომღერლები. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ოპერის იტალიური პრემიერა, თბილისის ოპერის თეატრის რიგით მეორე საერთაშორისო პროექტია. შორენა კოპალეიშვილი მოგვიყვება კატანიიდან ისტორიული პრემიერის სამზადისის შესახებ.