ლისი იპოდრომზე „მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი“ დასრულდა
ლისი იპოდრომზე „მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი“ დასრულდა, სადაც ევრაზიის ლიგაში გაერთიანებულმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. მინი პრიზზე, მეორე ადგილი დაიკავა ქართველმა მხედარმა, შალვა გაჩეჩილაძემ. შეჯიბრის მიზანია მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო მხედრების გამოვლენა, მათი წახალისება და საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.