„ქართული ოცნების“ გზავნილები
მშვიდობით ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს მმართველი გუნდის ლიდერებმა გორში, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას. ითქვა, რომ ერთ-ერთი ძვირფასი მონაპოვარი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის მიერ იქნება დაცული და გარანტირებული.
