გორში გამართული შეხვედრისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორში გამართული შეხვედრისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე. ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ პრინციპულ და პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელსაც მმართველი ძალა ამ წლების განმავლობაში ატარებს. საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგების მნიშვნელობას.