კანადურმა ავიაკომპანია „ეარ კანადამ“ პროფკავშირებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია
კანადურმა ავიაკომპანია „ეარ კანადამ“ პროფკავშირებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს დილით განაცხადა. მასშტაბური გაფიცვის მოწყობას სამუშაო პირობებით უკმაყოფილო პილოტები 18 სექტემბერს აპირებდნენ, რაც ასობით რეისის გადადებას გამოიწვევდა და 100 ათასზე მეტ მგზავრს დააზარალებდა.
