ირანმა ორბიტაზე საკუთარი თანამგზავრი გაიყვანა
ირანმა ორბიტაზე საკუთარი თანამგზავრი გაიყვანა. „ჩარმან ერთი“ კოსმოსში „ქაემ 100-ს“ ტიპის რაკეტა მატარებლით გაუშვეს, რომელიც თეირანის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალების მიერაა წარმოებული. იანვარში ირანმა ორბიტაზე თანამგზავრი „სორაია“ 750 კილომეტრის სიმაღლეზე გაიყვანა, რაც ირანის მიერ ორბიტაზე გაყვანილი თანამგზავრებისთვის ყველაზე მაღალი წერტილია.
