უამინდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
უამინდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. რუმინეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ყველაზე დიდი ზარალი წყალდიდობამ რუმინეთს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლებული რაიონი დაიტბორა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. ევაკუირებულია ასობით მცხოვრები. წყალდიდობის მოლოდინშია ჩეხეთიც. პოლონეთში კი რამდენიმე პროვინციაში განგაშის უმაღლესი, მესამე დონე მოქმედებს.
