რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი იმუქრება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ თუ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი უკრაინას რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემენ, რუსეთი კიევს „გიგანტურ, დამდნარ ადგილად“ გადააქცევს. მედვედევის თქმით, კრემლს ბირთვული იარაღის გამოყენების ფორმალური ნიადაგი უკრაინის კურსკში შეჭრის შემდეგ უკვე აქვს, თუმცა ამ საკითხს ჯერჯერობით მოთმინებით ეკიდება.
