ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. აუდიტორიის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი წარდგა. შესრულდა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები. შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, წელს მეთერთმეტედ იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებს და მსმენელს აჭარაში მასპინძლობს. წელს პირველად, ფონდი „ლირა“, ფესტივალის ფარგლებში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა პიანისტებს პრემიებს გადასცემს და ნორჩ მევიოლინეებს მასტერკლასებს სთავაზობს.