ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია უნგრეთში მიმდინარეობს
ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია უნგრეთში მიმდინარეობს. ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. 4 დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ჰქონდა საქართველოს კუთხესთან ქართული ღვინო, კერძები დაეგემოვნებინათ. ასევე ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. მას ყოველ წლიურად 40 ათასამდე ვიზიტორი ესწრება.
