საქართველო მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ზეიმობს
საქართველო მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ზეიმობს. ჩემპიონს გამარჯვებას ულოცავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მერაბს წარმატებას ულოცავენ ფეხბურთელები, მომღერლები. მერაბ დვალიშვილის საგულშემატკივროდ მოქალაქეები ფილარმონიასთან დილიდან შეიკრიბნენ. გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს დვალიშვილს ბრძოლას.
