მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია
მერაბ დვალიშვილმა მსოფლიო აალაპარაკა. 33 წლის მებრძოლი UFC-ის ჩემპიონია! მან საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში უშანსოდ, დიდი უპირატესობით დაამარცხა. საჩემპიონო ქამარი, საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა. მერაბ დვალიშვილი გამარჯვებას ქართველ ქომაგებთან ერთად აღნიშნავს.
