წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა გორში
გორში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ პრინციპულ და პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელსაც მმართველი ძალა ამ წლების განმავლობაში ატარებს. საპატიო თავმჯდომარემ მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგების მნიშვნელობას.
