პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ხაშურში
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაათვალიერა. კოლეჯში მოეწყო თანამედროვე ადმინისტრაციული საქმიანობის სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალ ტექნოლოგიური მანქანა დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, რეკრეაციული შიდა და გარე ზონები. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
