გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვა.