რთველი 2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება საფერავის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, არის დასტური იმის, რომ ხელისუფლება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას აგრძელებს. მინისტრის განცხადებით, წელს რთვლის შედეგად კახეთში მევენახეებს შემოსავალი 350 მილიონ ლარამდე ექნებათ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. მათ, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს.
