რისთვის ემზადებიან რადიკალები?
რისთვის ემზადებიან რადიკალები? საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეწევიან არა საშინაო წინასაარჩევნო კამპანიას არამედ უცხოეთში დადიან კონსულტაციების მისაღებად. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რადიკალებისთვის არაა მნიშვნელოვანი 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის უბრალოდ საფუძველი, რომლის გამოყენებაც მათ უნდათ, რომ დესტაბილიზაცია დაიწყონ 27 ოქტომბრისთვის. ეს სცენარი, კი საზოგადოებისთვის ცნობილია.
