„ქართული ოცნების“ გზავნილები
მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს მმართველი გუნდის ლიდერებმა გორში, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას. მკაფიოდ ითქვა, რომ ერთ-ერთი ძვირფასი მონაპოვარი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის მიერ იქნება დაცული და გარანტირებული. მმართველი პარტიის ლიდერებმა 2008 წლის ყველა მოვლენა, მაშინდელი ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები და პარტნიორების რეაგირება გაიხსენეს. 26 ოქტომბერს არჩევანი ერთია. მშვიდობით ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.
