წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა გორში
მშვიდობა, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, ეროვნული ღირებულებები, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება - გორში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა პრინციპულ და პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელსაც მმართველი ძალა ამ წლების განმავლობაში ატარებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა სამომავლო გეგმებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მმართველი ძალა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადადგამს. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობას.
