„ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგი გამართა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინა საარჩევნო კამპანია ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო. რადიკალები 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან. „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის მომხრეებზე გახშირებული თავდასხმები, ბულინგი შეურაცხყოფა, სააგიტაციო მასალის განადგურება და გაყალბება. 26 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს. ამ თემაზე „ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგი გამართა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ. მან კონკრეტულ მაგალითებზე ისუაბრა და დაანონსა, რომ მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება „ქართული ოცნების“ ანგარიში წინა საარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არა სამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ დარღვევებთან დაკავშირებით.
