ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი 2024“ ჩატარდა, სადაც სხვადასხვა დისტანციაზე ხუთი გარბენი გაიმართა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი 2024“ ჩატარდა, სადაც სხვადასხვა დისტანციაზე ხუთი გარბენი გაიმართა. დოღში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენმა, თორნიკე თოდრიამ, სუფთა ჯიშის ცხენით 3 ათას 200 მეტრი მანძილი პირველმა გაირბინა და პირველობაც მოიპოვა. დოღში მონაწილე და საპრიზო ადგილებზე გასული მხედრები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ
