ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო
ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო. გიმნაზიაში 180 მოსწავლე ირიცხება, აქედან წელს 15 პირველ კლასელია. სასწავლო დაწესებულება უკვე 22წელია ფუნქციონირებს,ის რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური, სულიერი, ფიზიკური აღზრდას და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების შედგენას
