რუსთავის მერიაში მუნიციპალური სერვისების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად
რუსთავის მერიაში მუნიციპალური სერვისების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ტრენინგ მოდულებს, რუსთავის მერია, რეფორმების ფარგლებში შექმნილი სამსახურის მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრის მეშვეობით ამუშავებს და თანამშრომლების ტრენინგ კურსებსაც თავადვე უზრუნველყოფს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის და გარდაბნის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, სერტიფიკატები, რუსთავის მერიის იმ 25 თანამშრომელს გადასცეს, რომლებმაც მენეჯერობის უნარების ასამაღლებელი ტრენინგი, ცოტა ხნის წინ გაიარეს
